en
ge

ეკონომიკური მედია სკოლა მიღებას აცხადებს

საზოგადოება და ბანკები ეკონომიკური მედია სკოლის მეთექვსმეტე ნაკადის მიღებას იწყებს!

ტრენინგებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი - გიორგი ბაქრაძე ჩაატარებს. ეკონომიკურ მედია სკოლას მოწვეული სტუმრებიც ეყოლება. 

ეკონომიკური მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტების ფინანსური განათლების ამაღლება. სასწავლო კურსი, რომელიც 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება, უფასოა და მისი დასრულების შემდეგ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

წყარო: საზოგადოება და ბანკები