en
ge

საერთაშორისო მიმართულების მენეჯერის თანაშემწე

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: ახალგაზრდა ადვოკატები
  • დაწყების თარიღი: 25.09.2013
  • ბოლო ვადა: 04.10.2013
  • ბმული: http://jobs.ge/63346/
ახალგაზრდული უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო მიმართულების მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე. ვაკანსია ცხადდება უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატის III-IV კურსის სტუდენტებისთვის და მაგისტრანტებისთვის. მიღება მოხდება კონკურსის საფუძველზე, ხოლო წარმატებული კანდიდატი შერჩეულ პოზიციაზე ისარგებლებს გამოსაცდელი, 3-თვიანი ანაზღაურებადი ვადით. პოზიციაზე არ განიხილება რეზიუმე, რომელიც აღნიშნული საკონკურსო მოთხოვნების დაუცველადაა წარმოდგენილი.
ადგილმდებარეობა: თბილისი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი
** კრეატიულობა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** კომუნიკაბელურობა
** განსხვავებული აზრის პატივისცემა
** მობილურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პრეზენტაბელურობა
** იურიდიული ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია რუსულიც)
** კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.
მთავარი ფუნქცია-მოვალეობები:
** ორგანიზაციის ანონსების, მედია-რელიზების, მედია-მონიტორინგისა და მნიშვნელოვანი დოკუმენტების თარგმნა
** ორგანიზაციის სახელით მომზადებული მიმართვების თარგმნა
** ორგანიზაციისთვის საერთაშორისო უფლებადაცვით სფეროში არსებული სიახლეების გაცნობა
** ორგანიზაციის სახელით, წერითი და ვერბალური სახის კომუნიკაცია საერთაშორისო ორგანიზაციებთან, წარმომადგენლობებთან, დონორებთან საქართველოში და უცხოეთში.
** ორგანიზაციის სახელით, მოლაპარაკებების წარმართვა საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციებთან და წარმომადგენლობებთან
** ორგანიზაციის სახელით, საქმიან შეხვედრებში მონაწილეობა.
** ორგანიზაციის სახელით, საერთაშორისო ხასიათის აქტიურობების დაგეგმვაში თანამონაწილოების მიღება.
აუცილებელი გათვალისწინება:
** მუშაობა ნორმირებული დღის რეჟიმით
** ორგანიზაციის სახელმძღვანელო დოკუმენტაციით, მაღალი დისციპლინა
** ანგარიშვალდებულება ორგანიზაციის სადამფუძნებლო საბჭოს წინაშე
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: pryoungbarristers@yahoo.com და სათაურში მიუთითეთ სიტყვა: "ვაკანსიისთვის". ორგანიზაცია გასაუბრებაზე დაუკავშირდება დამაჯერებელი შესაძლებლობისა და აქტიური CV-ის ავტორს.
წყარო:jobs.ge