en
ge

ბანაკის მონაწილეთა შერჩევა

ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდა ქალებისთვის კივიტას გეორგიკა იწყებს ბანაკის მონაწილეთა შერჩევას.

ბანაკში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 18-დან 30 წლამდე ქალებს, რომლებიც არ არიან დასაქმებულნი.

ბანაკში დედებთან ერთად წამოსვლა შეუძლიათ ბავშვებსაც. კივიტას გეორგიკა უზრუნველყოფს მათ განთავსებას და ბავშვების როგორც კვებას, ისე სხვადასხვა გასართობ აქტივობებში ჩართულობას.

ბანაკის მიზანია ახალგაზრდა ქალების გაძლიერება დასაქმებისა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებისა განვითარების გზით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ორგანიზაციას Facebook გვერდის საშუალებით 5 სექტემბრამდე.

პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკას მიერ და დაფინანსებულია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში