en
ge

კონკურსი მოსწავლეებისთვის

ასოციცია „ათინათი“ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს მოსწავლეებისთვის.

კონკურსი ეფუძნება ივლისის თვეში ჩატარებულ სემინარს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ. სემინარზე მიღებული ცოდნის უკეთ გასააზრებლად, კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა 17 მიზნიდან შეარჩიონ მათთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული წარმოადგინონ პოსტერის ან ნახატის სახით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის პარტნიორი ყველა სკოლის მოსწავლეებს.

კრიტერიუმები:

• კონკურსის მონაწილე უნდა იყოს USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩართული სკოლის მოსწავლე;

• აუცილებელია წარმოდგენილი ნამუშევარი ასახავდეს მოსწავლეთა იმ ქმედებას, რომლსაც მოსწავლეები განახორციელებენ მათ მიერშერჩეუი მიზნის მისაღწევად;

• ნახატზე ან პოსტერზე განთავსებული უნდა იყოს გაეროს მდგრადი განვითარების შესაბამისი მიზნის სიმბოლო;

• ნამუშევარი უნდა იყოს კრეატიული, ორიგინალური, ვიზუალურად ეგექტური;

• ნამუშევარი არ უნდა წარმოადგენდეს პლაგიატს;

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ნამუშევრები უნდა გამოგზავნონ 18 სექტემბრის 18:00 საათამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gardavasalome@gmail.com

სამ გამარჯვებულებს შეარჩევს სპეციალურად მოწვეული ჟიური.

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში