en
ge

ტრენერთა ტრენინგის ექსპერტი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: USAID/HICD PLUS Project
  • დაწყების თარიღი: 11.10.2013
  • ბოლო ვადა: 30.10.2013
  • ბმული: http://www.jobs.ge/64086/
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) ადამიანური და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარების (HICD PLUS) პროექტი ეძებს ტრენერს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) ტრეინინგის განყოფილების საქმიანობის გაუმჯობესებისათვის. სსე სააქციო საზოგადოებაა, რომელიც საქართველოს მთავრობის, კერძოდ კი, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საკუთრებაშია. სსე-ს მთავარი ფუნქციებია: ა) ელექტროენერგიის გადაცემა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე; და ბ) ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაცია.
სსე-ს საქართველოს ენერგო სექტორში გადამწყვეტი როლი აქვს. ის პასუხისმგებელია უზრუნველყოს ქვეყანა უსაფრთხო, ყველასთვის მისაწვდომი და ეკოლოგიურად დაბალანსებული ენერგიით. იმისთვის რომ სსე-მ შეასრულოს თავისი ფუნქცია წარმატებით, მას უნდა ჰყავდეს გამოცდილი და პროფესიულად მომზადებული როგორც ტექნიკური პერსონალი, ასევე მმართველი გუნდი და ადმინისტრაციაც.
სსე-ს სასწავლო ცენტრი შედგება ორი განყოფილებისგან: 1. ტექნიკური პერსონალის გადამზადების ცენტრი; და 2. ტრენინგ ცენტრი. ტექნიკური პერსონალის გადამზადების ცენტრი ფოკუსირებულია ტექნიკური პერსონალის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, ხოლო ტრენინგ ცენტრი მთავარ აქცენტს აკეთებს მენეჯმენტისა და სხვა ადმინისტრაციული პერსონალის კვალიფიკაციის გაუმჯობესებაზე. ეს განყოფილებები ფუნქციონირებენ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, თუმცა ორივე ექვემდებარება ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტს.
სავარაუდოდ, აღნიშნული სამუშაოს შესრულება დაიწყება 2013 წლის ნოემბრის მეორე ნახევარში ან დეკემბრის დასაწყისში. ტრენერთა ტრენინგის ექსპერტი (TOT Expert) იმუშავებს თბილისში.
ტრენერის მოვალეობები:
1. ჩაატაროს ორკომპონენტიანი ტრენერთა ტრენინგის (TOT) კურსი, რომელიც მიმართული იქნება ა) ტრენინგის მოდულის შექმნასა, და ბ) ტრენინგის ჩატარებაზე:
** ტრენინგის მოდულის შექმნის კურსი უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს: ტრენინგის ამოცანების განსაზღვრა; ტრენერებისთვის და მონაწილეებისთვის მასალის მომზადება; ტრენინგის მონიტორინგი და შეფასება; ტრენინგ პროექტების მართვა; ტრენინგ-სისტემების დანერგვა, ა.შ.
** ტრენინგის ჩატარების (TOT) კურსი კი უნდა ფოკუსირებული იყოს ზრდასრულთა განათლების თანამედროვე სწავლების მეთოდებზე.
2. ორივე ცენტრისათვის შექმნას ტრენინგ საჭიროებების შეფასების სისტემა. აღნიშნული მოიცავს ტრენინგ საჭიროებების შეფასების ინსტრუმენტების (მაგ. კითხვარები) შემუშავებას სსე პერსონალთან ერთად, და მათთვის მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების მექანიზმების სწავლებას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი საუნივერსიტეტო განათლება;
** არანაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** კარგი ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
** კარგი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები;
** ინიციატივის გამოჩენისა და შეზღუდულ ვადებში სამუშაოს შესრულების უნარი;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (Microsoft Office Programs, Excel, Internet, PowerPoint).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ CV (სამი რეკომენდატორის სახელის, გვარის და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით) და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: dpagava@hicdplus.ge 2013 წლის 30 ოქტომბრის 09:00 საათამდე. ველში "საგანი" (subject) გთხოვთ, მიუთითოთ "ტრენერთა ტრენინგის ექსპერტი" (TOT Expert). ინტერვიუზე დაიბარებენ მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებმაც შერჩევის პირველადი ეტაპი გადალახეს.
HICD PLUS-ს ახორციელებს "ქემონიქს ინთერნეშენალი" (Chemonics International), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს იმ სახელმწიფო, სამოქალაქო და კერძო ორგანიზაციების ინსტიტუციური ქმედუნარიანობის ამაღლებას, რომლებიც სტრატეგიულ როლს ასრულებენ საქართველოს მთავრობის რეფორმებისა და USAID-ის მისიის განვითარების ამოცანების განხორციელებაში.
წყარო:jobs.ge