en
ge

სტაჟირების პროგრამა ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში

event

"CSD Consulting" და "IBF Foundation" აცხადებს ერთობლივ სტაჟირების პროგრამას ზოგადი განათლების რეფორმის პროექტის ფარგლებში.

მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტის "ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q (IBRD)" ფარგლებში, უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი ინტერვენციებს ახორციელებს სამი ძირითადი მიმართულებით:

  1. მთლიანი სკოლის გაუმჯობესების გეგმები და პროგრამები- ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები და სკოლის მენეჯმენტის განვითარება-გაძლიერება.
  2. მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასების დახვეწა-განვითარების ხელშეწყობა - სკოლის დირექტორებისა და პედაგოგების შესაძლებლობების გაძლიერების გზით სასკოლო შეფასების პრაქტიკების განვითარებისა და განხორციელების მხარდაჭერა.
  3. მოსწავლეთა შედეგების ეროვნული შეფასების პოლიტიკის განხორციელება - მექანიზმებისა და ინსტრუქციების შემუშავება ახალი ეროვნული შეფასების პოლიტიკის ჩარჩოს პილოტირების, გაუმჯობესებისა და ხარისხის უზრუნველყოფისთვის.

წყარო: jobs.ge