en
ge

პრე-აქსელერაციის პროგრამა სვანეთში

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 25.04.2023
  • ბოლო ვადა: 08.05.2023

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიცირებით და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, ძლიერი სოფლის პროგრამის ფარგლებში, ცხადდება პრე-აქსელერატორის პროგრამის პირველი ეტაპი სვანეთში. 

გსურთ ისწავლოთ, როგორ შექმნათ იდეიდან პროდუქტი? როგორ მოიპოვოთ დაფინანსება და განავითაროთ თქვენი სტარტაპი? მოემზადოთ 25 000 ლარიანი რეგიონული საგრანტო პროგრამისთვის? 

პროგრამის შესახებ ინფორმაცია და სარეგისტარციო ფორმა იხილეთ შემდეგ ბმულზე...

პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია - ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი.

დეტალური ინფორმაცია:

პრე-აქსელერაციის პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონებში, განსაკუთერებით ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მდებარე თემებში, სტარტაპ და ინოვაციური ეკო-სისტემის, ადგილობრივი ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებასა და მათ ჩართულობას ინოვაციური სტარტაპ იდეების გენერირებასა და განხორციელებაში.

ასევე ხელი შეუწყოს:

  • მონაწილეებს სტარტაპის საწყისი ეტაპის წარმართვისა და პრაქტიკული გამოცდილების შეძენაში, საკუთარი იდეების განვითარების მაგალითზე.
  • რეგიონული სტარტაპების ფორმირება/განვითარებას
  • ახალგაზრდა ინოვატორებს შორის მყარი კავშირების გაჩენას და მათთვის კოლაბორაციის უპირატესობების დემონსტრაციას წარმატებული სტარტაპების მაგალითზე
  • რეგიონებში GITA-ში არსებული დაფინანსების შესახებ ინფორმირებულობის დონის გაზრდასა და პრე-აქსელერატორის პროგრამის შემდგომ, კურსდამთავრებულების სააგენტოს საგრანტო
  • პროგრამისთვის - ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის (25 000 ლარამდე) მომზადებასა და მონაწილეობის მიღებას

პრე-აქსელერაციის პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ სამეგრელოში, განსაკუთრებით ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მდებარე თემებში, მცხოვრებ 16 წლის ზემოთ ასაკის, ახალგაზრდა ანტრეპრენერებს, ან პირებს რომელთაც სურთ თავიანთი ინოვაციური იდეების განვითარება და სტარტაპად ჩამოყალიბება.

პროგრამა დასრულდება დემო დღით, სადაც მონაწილეები თავიანთ იდეებს წარადგენენ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) წარმომადგენლების წინაშე, სადაც მიიღებენ დეტალურ უკუკავშირს, თავიანთ პროექტებზე 25 000 ₾-იან საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღებამდე, ასევე დაინტერესებული მხარეების და პოტენციური ინვესტორების წინაშე.

პროგრამაზე შერჩევის კრიტერიუმები:

- იდეის ინოვაციურობა (ინოვაციურ მოწყობილობა, სერვისი ან/და პროგრამული

უზრუნველყოფა, აპლიკაცია და ა.შ.) - 10 %

- სტარტაპ იდეის რეალისტურობა, განხორციელებადობა - 10 %

- პროგრამაში მონაწილეობის მოტივაცია - 80 %

  პროგრამა იყოფა 4 ძირითად ნაწილად:

1. იდეების გენერირება - იდეების გენერირების პროცესის ხელშეწყობა, შემოქმედებითი აზროვნების, აზროვნების დიზაინის მიმართულებით ტრენინგები

2. ვალიდაცია - შექმნილი იდეების პროტოტიპირების, პროდუქტის ბაზარზე მორგების და ტესტირების ტექნიკების შესწავლა და განხორციელება, პროგრამის შიდა მცირე დაფინანსების ფარგლებში

3. ფინანსების მოძიება - სტარტაპის ფინანსები, ბიუჯეტირება და საგრანტო განაცხადის მომზადება, განსაკუთრებული აქცენტი GITA-ს საგრანტო პროგრამაზე - ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის (25 000 ლარამდე), მისთვის მომზადება და განაცხადების წარდგენა მონაწილეთა მზაობიდან გამომდინარე

4. საინვესტიციო პიჩის მომზადება - პიჩინგის ტრენინგები, საინვესტიციო შეთავაზების მომზადება

  •  პროგრამა დაიწყება: 15 მაისიდან
  •  პროგრამა დასრულდება: 10 ივნისს დემო დღით
  •  ლოკაცია: მესტია
  •  სამუშაო ენა: ქართული

რეგისტრაციის ვადა: 8 მაისის 00:00 საათი

სარეგისტრაციო ბმული...

პროგრამა ხორციელდება USAID ის დაფინანსებით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობის ფარგლებში.

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში