en
ge

საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • დაწყების თარიღი: 06.11.2013
  • ბოლო ვადა: 14.11.2013
  • ბმული: http://jobs.ge/65207/
ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" არის არასამთავრობო, აპოლიტიკური, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია, რომელიც 1997 წელს დაარსდა. ორგანიზაციის მისიაა, ხელი შეუწყოს საქართველოში კანონის უზენაესობის დამკვიდრებას, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლების გზით.
"კონსტიტუციის 42-ე მუხლი" აცხადებს კონკურსს საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტის ვაკანტურ თანამდებობაზე (სამუშაო განაკვეთი: ნახევარი).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** მედია საშუალებებთან მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია სხვა უცხო ენის ცოდნაც);
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები.
პიროვნული თვისებები:
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი.
სამუშაოს აღწერილობა:
** მარკეტინგის, კომუნიკაციების, საზოგადოებასთან ერთიერთობის სტრატეგიის და შესაბამისი წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება;
** მედიასთან ურთიერთობა;
** პრესკონფერენციების ორგანიზება;
** ორგანიზაციის საქმიანობის ამსახველ გამოცემებზე მუშაობა;
** ვებ. გვერდზე წარმოდგენილი ინფორმაციის გაუმჯობესება და დახვეწა.
საბუთების მიღების ბოლოო ვადაა 2013 წლის 14 ნოემბერი (17:00 სთ).
დაინტერესებულმა პირებმა CV, სამოტივაციო წერილი და ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: vacancy@article42.ge
წყარო:jobs.ge