en
ge

ჰაკათონი: სოციალური სერვისები ახალგაზრდებისთვის

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ფორსეტი
  • დაწყების თარიღი: 17.05.2023
  • ბოლო ვადა: 12.06.2023
  • ბმული: https://shorturl.at/pzGX8

ForSet-ი პროექტის “სოციალური დაცვის გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს Expertise France და ჩეხეთის განვითარების სააგენტო ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს - ჰაკათონი: სოციალური სერვისები ახალგაზრდებისთვის.

საქართველოში არსებულ სოციალურ სერვისებზე საზოგადოების ცნობიერება რადიკალურად დაბალია. არაბენეფიციარი მოსახლეობის თითქმის 30%-ს არ სმენია არცერთი სოციალური სერვისის შესახებ, 57.7% კი მხოლოდ ორ სოციალურ პროგრამას იცნობს. ინფორმაციის არქონის გამო, ახალგაზრდები იმ საბაზისო მხარდაჭერის მიღმა რჩებიან, როგორებიცაა განათლებაზე ხელმისაწვდომობა, ჯანდაცვა, სპორტი და ცხოვრების ჯანსაღი წესი, ტრანსპორტირება, სოციალური ინტეგრაცია, და სხვა სიკეთეები, რომლებიც მათთვის ადამიანის ფუნდამენტური უფლებებით და ქვეყნის სოციალური პოლიტიკითაა გარანტირებული. ჰაკათონის მიზანი ამ პრობლემასთან დაპირისპირება და ახალგაზრდებში სოციალური სერვისების შესახებ ცნობიერების გაზრდაა. 

ეს ჰაკათონი შენთვისაა, თუ დაინტერესებული ხარ ახალგაზრდებისთვის იმ სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობით, რომლებიც მათ უთანასწორობის დაძლევაში ეხმარება. ჰაკათონი საშუალებას გაძლევს, შექმნა მონაცემთა პროდუქტები, რომლებიც ამ უთანასწორობას შეამცირებს. ამიტომ შემოუერთდი ჰაკათონს “სოციალური სერვისები ახალგაზრდებისთვის”. გამარჯვებული ვიზუალიზაციების ავტორებისთვის საპრიზო ფონდი 11 000 ლარია!

ჰაკათონის ფარგლებში, ForSet მოგაწვდით სოციალური სერვისების ირგვლივ, AskGov.ge-ის მეშვეობით მოპოვებულ მონაცემებს, თქვენი ამოცანა კი ამ მონაცემების ვიზუალიზაცია იქნება. მომდევნო თვეებში, შექმნილ ვიზუალიზაციებს ფართო საზოგადოება და ახალგაზრდების სოციალური სერვისების პოტენციური ბენეფიციარები გაეცნობიან.

წყარო: news.askgov.ge