en
ge

კონკურსი „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა"

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს.

კონკურსის მიზანია – გააქტიუროს ახალგაზრდების მონაწილეობა ქვეყნის საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერას, მათ შორის მოხალისეობის ინსტიტუტის განვითარებას და მხარდაჭერას; საზოგადოებისთვის აქტუალური თემებისა და სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხების გარშემო ცნობიერების დონის ამაღლებას, ადვოკატირების კომპეტენციების და ადვოკატირების კამპანიების მართვის უნარების გაუმჯობესებას, ადგილობრივ და ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მონაწილეობის და უშუალო ჩართულობის გზით.

სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.

წყარო: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი