en
ge

2024 თუთა–რეზიდენცია მწერლებისათვის

საქართველოს პენცენტრი და საქართველოს ეროვნული ფონდის თუთა-რეზიდენცია თბილისში აცხადებენ კონკურსს მწერლებისთვის.

რეზიდენციის პროგრამა ჟურნალისტური, სამკვლევრო თუ სამწერლობლო გამოცდილების მქონე ადამიანებისთვისაა განკუთვნილი.  

მწერალთა რეზიდენციის პროგრამას თბილისში, აშშ-ს საელჩო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აფინანსებენ.

აღნიშნული ინიციატივა ნაწილია პროექტისა: „საბჭოთა მეხსიერება: ნოსტალგიისა და რუსული ისტორიის გააზრება ფაქტებზე დაყრდნობით" და მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც ძლიერი, დამოუკიდებელი დემოკრატიული ქვეყნის იდენტობის განმტკიცებას.

წყარო: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში