მარნეულის, გარდაბნის, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდების საყურადღებოდ!
ახალი აზროვნების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას 6 თვიან სტაჟირების პროგრამაზე.
მსურველ ახალგაზრდებს შეუძლიათ განაცხადი წარმოადგინონ, თუ აკმაყოფილებენ მოთხოვნილ კრიტერიუმებს: • ასაკი: 18-29 წელი • ქართული ენის ცოდნა სალაპარაკო დონეზე
პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით ინიციატივის #LEAD „ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია“ ფარგლებში.
წყარო: ახალი აზროვნების ინსტიტუტი