შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა.
კონკურსის მიზანია, გააღრმაოს სამეცნიერო თანამშრომლობა საქართველოსა და საფრანგეთს შორის და ხელი შეუწყოს საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში ერთობლივ ჩართულობას; წაახალისოს სამეცნიერო თანამშრომლობის ინიცირება საფრანგეთისა და საქართველოს მეცნიერებს შორის და ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ქართველი მეცნიერების კარიერულ განვითარებას.
წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი