en
ge

ჟურნალისტების სემინარი ლაიფციგში

საქსონიის მედია განათლების ფონდი (Sächsische Stiftung für Medienausbildung - SSM) წელს აწყობს სემინარს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ჟურნალისტებისათვის. 

სემინარი ჩატარდება 2024 წლის 16-26 ოქტომბერს ლაიფციგში და მონაწილეები გაეცნობიან ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდვითი და ონლაინ მედიის სტრუქტურებსა და მუშაობას გერმანიის დუალურ მედიასისტემაში. გარდა პროფესიული თემებისა სემინარზე დიდი ყურადღება დაეთმობა კულტურულ ურთიერთგაცვლას. განაცხადების გაგზავნა შეუძლიათ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმ ჟურნალისტებს, რომელთა ასაკიც განაცხადის შეტანის ბოლო ვადისთვის არ აღემატება 40 წელს.

სემინარში მონაწილეობის წინაპირობებს წარმოადგენს მედია-საშუალებებში მუშაობის გამოცდილება და გერმანული ენის კარგი ცოდნა. ფონდი ფარავს მგზავრობის, კვებისა და ბინის ხარჯებს. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 22 აგვისტო. 

წყარო: გერმანიის საელჩო საქართველოში