en
ge

პროექტის სოციალური მუშაკი - ზუგდიდი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: SOS ბავშვთა სოფელი
  • დაწყების თარიღი: 08.01.2014
  • ბოლო ვადა: 20.01.2014
  • ბმული: http://jobs.ge/67514/
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი", გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის - "მოწყვლადი ოჯახებისა და მათი შვილების სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესების ხელშეწყობის პროექტის" ფარგლებში, აცხადებს შემდეგ ვაკანსიას: პროექტის სოციალური მუშაკი.
სამუშაო ადგილი: ქ. ზუგდიდი
პროექტის ხანგრძლივობა: დეკემბერი, 2016 წელი
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი.
საქმიანობის ძირითადი მიზანი: სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და მათი ბავშვების ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფა და სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესების ხელშეწყობა. სოციალური მუშაკი პროექტის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, ანგარიშვალდებულია პროექტის კოორდინატორის წინაშე.
ძირითადი ფუნქციები და მოვალებები:
** შემთხვევების მართვის (case management) წარმოება
** სამიზნე ჯგუფის ოჯახებში ვიზიტების განხორციელება
** სამიზნე ჯგუფის ოჯახებისათვის რესურსების მოძიება და საჭირო რესურსებთან დაკავშირება
** თვითდახმარების ჯგუფის შეხვედრების ორგანიზება და ფასილიტაცია
** პროექტის ფარგლებში შექმნილ მულტიდისციპლინარულ გუნდთან (სახელმწიფო სოციალური მუშაკ(ებ)ი, ფსიქოლოგი, დასაქმებისა და განათლების სპეციალისტები) მუშაობა
** მიმდინარე, ისევე როგორც დახურულ შემთხვევებზე ინფორმაციის სათანადოდ შენახვა
** მონაცემთა ბაზის ელექტრონულ სისტემაში მუშაობა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება
** პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, პროექტის ბენეფიციარების, მათ შორის პროექტში მონაწილე ორგანიზაციების სათანადო ჩართულობის უზრუნველყოფა
** პროექტის გუნდის წევრებთან, ასევე, პროექტში ჩართულ პარტნიორ ორგანიზაციებთან უფლებამოსილების ფარგლებში, ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა.
სავალდებულო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა დარგში (სოციალური სამუშაო)
** ბავშვებთან და ოჯახებთან მუშაობის მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების საფუძვლიანად ცოდნა
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
** დაგეგმვის, ორგანიზებისა და ფასილიტაციის უნარი
** კრიტიკულ სიტუაციებში თავის გართმევის უნარი
** წერითი უნარ-ჩვევები
** მზაობა თვითგანვითარებისთვის
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა
** "SOS ბავშვთა სოფლის" ხედვისა და მიზნების გაზიარება
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
** საინტერესო და საპასუხისმგებლო სამუშაოს
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge 2014 წლის 20 იანვრის ჩათვლით. გთხოვთ. სათუარში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children's Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
წყარო:jobs.ge