ახალგაზრდული პროექტი: რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ტრენინგ კურსი.
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა იწყებს უნიკალურ ტრენინგ კურსს ახალგაზრდებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საჯარო პოლიტიკის, ეკონომიკის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების სფეროებით.
პროექტის შესახებ:
RIA შეუცვლელი ინსტრუმენტია ეფექტური და სამართლიანი პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში. RIA გვეხმარება დავადგინოთ, რა გავლენა ექნება ახალს კანონსა თუ რეგულაციას საზოგადოებაზე, ეკონომიკასა და გარემოზე. რაოდენობრივი და ხარისხობრივი კვლევითი მეთოდების გამოყენებით RIA აფასებს ინიცირებული კანონის დადებით და უარყოფით მხარეებს და გამოავლენს არსებული პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზებს.
წყარო: jobs.ge