en
ge

კონკურსი - ,,ფოტოგრაფები საზღვრებს გარეშე’’

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: კივიტას გეორგიკა
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 30.01.2014
  • ბმული: /uploads/grants/1972/civitas%20georgica%20application.doc
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კივიტას გეორგიკა’’ აცხადებს მონაწილეთა მიღებას კონკურსში - ,,ფოტოგრაფები საზღვრებს გარეშე’’. განაცხადის გაგზავნა შეუძლიათ 18-დან 30 წლამდე დამწყებ, მოყვარულ, ან პროფესიონალ ფოტოგრაფებს, რომელთაც სურთ გაიღრმავონ ცოდნა ფოტოხელოვნებაში, ასევე აინტერესებთ ტოლერანტობისა და კულტურათაშორისი ურთიერთობების საკითხები.
პროექტი მონაწილეებს საშუალებას მისცემს გაეცნონ საქართველოში და აზერბაიჯანში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რამდენიმე რეგიონს და გადაიღონ თემატური ფოტოები, მონაწილეობა მიიღონ ფოტო -კონკურსში, გამოფენასა და კონფერენციაში საქართველოსა და აზერბაიჯანში.
პროექტის შესახებ:საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკა აზერბაიჯანულ ორგანიზაცია Uluchay-სთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს ,,ფოტოგრაფები საზღვრებს გარეშე’’ პროექტი დაფინანსებულია Black Sea Trust -ის მიერ და მიზნად ისახავს ქართველ და აზერბაიჯანელ მოსახლეობას შორის კულტურათაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას, თანამშრომლობის, საერთო ინიცატივებისა და კომუნიკაციის ხელშეწყობას.
პროექტის ფარგლებში შეირჩევა 20 ახალგაზრდა ფოტოგრაფი. მათ ჩაუტარდებათ ტრეინინგები საქართველოსა და აზერბაიჯანში, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სამიზნე რეგიონებში თემატურ ფოტოებს გადაიღებენ, შეირჩევა 40 საუკეთესო ნამუშევარი, თითოეულ ქვეყანაში მოეწყობა გამოფენა და კონფერენცია, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობის საკითხებს დაეთმობა, ფოტოკონკურსის ფარგლებში დაჯილდოვდებიან საუკეთესო ნამუშევრების ავტორები.
პროექტის ფარგლებში დაფინანსება მონაწილეების ცხოვრების, კვების, მგზავრობის ხარჯები.
აუცილებელი მოთხოვნები: ასაკი - 18-30 წელი; თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფოტოკამერის ქონა; რუსული (სასურველია) ან ინგლისური ენების ცოდნა. დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე: kabazashvili@civitas.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
ქეთი აბაზაშვილი, პროექტის კოორდინატორი
საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკა
მისამართი: წინამძღვრიშვილის ქუჩა # 97,
ტელეფონი: (+995 32); 951991