ტრენტოს უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს 2025-2026 აკადემიური წელს ორ ინგლისურენოვან სამაგისტრო კურსზე სწავლის მსურველთათვის. ესენია:
• MISS, საერთაშორისო უსაფრთხოება - კურსი, რომელიც ორგანიზებულია ქ. პიზას სანტ’ანას უმაღლეს სკოლასთან ერთობლივად (1 სასწავლო სტიპენდია);
• MEIS, ევროპული და საერთაშორისო საკითხები (3 სასწავლო სტიპენდია). ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების სტუდენტებისთვის გამოყოფილია ადგილები ორივე კურსზე სასწავლებლად. საუკეთესო სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ სასწავლო სტიპენდია იტალიაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილობრივ დაფარვისთვის (წლიურად 7200 ევრო).
ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან სტუდენტების განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 6 მარტი.
წყარო: იტალიის საელჩო საქართველოში