"სტრატეგიის და განვითარების ცენტრი" (CSD) აცხადებს მიღებას კრიზისის კომუნიკაციების ონლაინ სასწავლო კურსზე. კურსის მიზანი: კრიზისის კომუნიკაციის სასერტიფიკატო ონლაინ კურსის მიზანია, თეორიული ცოდნისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გაცნობით, მსმენელებს აუმაღლოს ცნობიერება კრიზისის კომუნიკაციის შესახებ და დაეხმაროს მათ შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარებაში, რაც კრიზისული ვითარების ეფექტიანად, დროულად და წარმატებით დაძლევაში დაეხმარება.
წყარო: სტრატეგიის და განვითარების ცენტრი