en
ge

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საგრანტო კონკურსი სპორტის პროგრამული ინიციატივისთვის

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს საგრანტო კონკურსს სპორტის პროგრამული ინიციატივისთვის. გრანტის მიზანია სპორტის მეშვეობით მოახდინოს გავლენა სოციალურ ცვლილებებზე, ჯანმრთელობასა და უუნარობაზე; დახმარება გაუწიოს ახალგაზრდებს განავითარონ ლიდერობის უნარები; განავითაროს ტოლერანტობა და პატივისცემა მრავალფეროვნებისადმი. ასევე, პროგრამა მიზნად ისახავს სპორტის მეშვეობით შექმნას კავშირები როგორც ინსტიტუციონალურად ასევე ადამიანებს შორის. თითო გრანტის ბიუჯეტი შეადგენს 130 000–225 000 აშშ დოლარს და გახსნილია აფრიკის, ევროპის, მახლობელი აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის.