en
ge

საგრანტო კონკურსი შშმ ბავშვთა საკითხებზე

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
  • დაწყების თარიღი: 18.02.2014
  • ბოლო ვადა: 28.02.2014
  • ბმული: http://jobs.ge/69526/
"საქართველოს ბანკის მომავლის ფონდი" აცხადებს საგრანტო კონკურსს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, საინიციატივო ჯგუფებისა და სხვა შესაბამისი დაწესებულებებისთვის, რომლებიც მუშაობენ შშმ ბავშვთა საკითხებზე.
ფონდი დააფინანსებს შშმ ბავშვების საჭიროებებიდან გამომდინარე კონკრეტულ შედეგებზე გათვლილ სხვადასხვა პროექტს. კერძოდ, პროექტმა უნდა უზრუნველყოს შშმ ბავშვებისთვის ცხოვრების ადეკვატური პირობები, ხელმისაწვდომი გარემოს შექმნა ან მათი რეაბილიტაცია საზოგადოებაში და ა.შ. სასურველია, თუ პროექტი აჩვენებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. საგრანტო კონკურსის პირობებიდან გამომდინარე არ დაფინანსდება სამეცნიერო კვლევები, კონფერენციები, მრგვალი მაგიდები, სამედიცინო პროექტები, საზღვარგარეთ მოგზაურობა.
კონკურსის პირობები:
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ელ-ფოსტაზე: grants@bog.ge გამოგზავნოთ ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტი:
** საგრანტო განაცხადი ფონდის მიერ დადგენილი ფორმის მიხედვით;
** პროექტის ხელმძღვანელის/ხელმძღვანელების რეზიუმეები;
** ბიუჯეტის ფორმა;
** პროექტის განხორციელების გრაფიკი - სამოქმედო გეგმა.
საგრანტო განაცხადი და ბიუჯეტისა და სამოქმედო გეგმის შაბლონები შეგიძლიათ გადმოწეროთ ვებ-საიტიდან http://www.Foundation.ge
** არასრული დოკუმენტაცია არ განიხილება.
** განაცხადი მიიღება ქართულ ენაზე.
** ერთი და იმავე ორგანიზაციიდან დასაშვებია მაქსიმუმ 3 საპროექტო განაცხადის შემოტანა.
** პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
** წარმოდგენილი პროექტის აღმასრულებელი გუნდი შერჩევის ეტაპზე შესაძლებელია მოწვეულ იქნას გასაუბრებაზე.
"საქართველოს ბანკის მომავლის ფონდი" იტოვებს უფლებას უზრუნველყოს პროექტის შესახებ საზოგადოების ინფორმირება და პროექტს მიანიჭოს ერთობლივი პროექტის სტატუსი. ინფორმაცია დამტკიცებული პროექტის შესახებ განმცხადებელს მიეწოდება წერილობით. კონკურსში გამარჯვებული პროექტების გამოსავლენად იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს დამოუკიდებელი ჟიური, რომელიც დაკომპლექტებული იქნება შესაბამისი მიმართულების ექსპერტებით.
ვადები:
საკონკურსო პროექტები მიიღება 18 თებერვლიდან 28 თებერვლის 17:00 სთ-მდე.
გამარჯვებული პროექტები გამოვლინდება 2014 წლის 10 მარტს.
პროექტების მიმდინარეობას მონიტორინგს გაუწევს "საქართველოს ბანკის მომავლის ფონდი".
საპროექტო განაცხადებთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებულმა ჯგუფმა შეკითხვები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ელფოსტაზე - grants@bog.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე - 2 444 493 სამუშაო დღეეებში, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.
წყარო:www.jobs.ge