en
ge

საერთაშორისო გაცვლითი პროგრამა მოლდოვაში

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: გაცვლითი პროგრამების ევროპული ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 12.03.2014
  • ბოლო ვადა: 25.03.2014
  • ბმული: http://jobs.ge/70675/
"ევროპის ახალგაზრდული ორგანიზაცია" გთავაზობთ ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამას მოლდოვაში (კიშინოვი).

პერიოდი: 17-25 მაისი, 2014 წ., ან 25 მაისი - 06 ივნისი, 2014

 წ.
პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით.

ტრეინინგი შემუშავებულია ევროკავშირის სატრეინინგო პროგრამების ფარგლებში და ითვალისწინებს მსმენელთა ჩართულობის მაღალ დონეს.
პროგრამის მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ფორმალური და არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიას, შეისწავლონ უცხო ქვეყნის კულტურა და მოისმინონ ტრენინგები შემდეგ თემატიკებზე:


** ფორმალური და არაფორმალური განათლება ახალგაზრდებში

** ევროპული მოქალაქეობა

** ახალგაზრდების ჩართულობა

** ინტერკულტურული საღამოები

** ევროპული იდენტობა

** კომუნიკაცია.


პროექტში მონაწილე ქვეყნები არიან: საქართველო, მოლდოვა, საფრანგეთი, სლოვენია, რუმინეთი, უკრაინა, ავსტრია, გერმანია, აზერბაიჯანი, თურქეთი და ნორვეგია.

პროგრამის ღირებულება შეადგენს 400 ევროს. 
ღირებულება მოიცავს:


** პროგრამაში მონაწილეობას

** სასტუმროს ხარჯებს

** სამჯერად კვებას

** ექსკურსიას

** თვითმფრინავის ბილეთს (ორივე გზა)

** საერთაშორისო სერტიფიკატს

.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 18-დან 35 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებიც ფლობენ საკომუნიკაციო დონეზე ინგლისურ ენას
.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: eyo.exchange@gmail.com

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 25 მარტი, 2014 წ.



დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მობრძანდით ჩვენს ოფისში: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, მე-9 კილომეტრი (საქალაქო სასამართლოს გვერდით), ან დაგვიკავშირდით:

ტელ: 570 104104, 555 355119
ვებ-გვერდი: http://www.newuni.edu.ge/index.php?lang=en

Facebook: https://www.facebook.com/pages/European-Youth-Organization/235368819974883?fref=ts
წყარო: jobs.ge