en
ge

ახალგაზრდული ასამბლეა გაეროში - ნიუ იორკი

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: ELCML International
  • დაწყების თარიღი: 12.03.2014
  • ბოლო ვადა: 12.04.2014
  • ბმული: http://jobs.ge/70683/
ა(ა)იპ "მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის" საქართველოში ლიდერი ახალგაზრდების აღმოჩენის მიზნით უკვე 5 წელია წარმატებით ახორციელებს სასწავლო/შემეცნებით და კულტურულ პროგრამებს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპის ქვეყნებში; მათ შორის, ორგანიზებას უწევს მოსწავლე-ახალგაზრდების მონაწილეობას, დელეგატების სტატუსით, გაეროს სესიებზე, აშშ-ში, ნიუ-იორკში; ასევე, აძლევს მათ უნიკალურ შანსს წარადგინონ სარეზოლუციო პროექტები და მოიპოვონ დაფინანსება. ქართველი დელეგატები სესიების ყოველი სეზონიდან, სარეზოლუციო ნაწილში, გამარჯვებულები ბრუნდებიან. დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ბმულები: https://www.facebook.com/pages/Youth-for-Democracy
თუ გაქვს ლიდერის თვისებები და გსურს დაესწრო პლენარულ სესიებს, სამუშაო შეხვედრებს და მრგვალი მაგიდის დისკუსიებს გაეროს შტაბ-ბინაში (ნიუ-იორკი), ა(ა)იპ "მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისთვის" გაძლევთ შანსს, გაემგზავროთ ამერიკაში და გახდეთ პროექტის მონაწილე, რომლის მიზანია, აღმოაჩინოს ახალგაზრდა ლიდერები და გააცნოს მათ მეთოდები, თუ როგორ მიაღწიონ დიალოგის გზით საერთაშორისო ურთიერთობებში წარმატებებს, კრეატიულ აქტივობებს და დიპლომატიას.


ძირითადი მოთხოვნები:


** ასაკობრივი ჯგუფები: 16-დან 21 წლამდე;

** საკომუნიკაციო ინგლისური ენის ცოდნა;

** ლიდერის თვისებები;

** განხორციელებული სამოქალაქო აქტივობები.


პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/1HcYIL2NeJQ0K8zonyTqwXbGpMTANdtXhv4oORN3rOuA/viewform და, ასევე, გამოაგზავნეთ სამოტივაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე: annualyouthassembly@gmail.com


პროექტი ნაწილობრივ დაფინანსებულია ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.

პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

პროექტის ხანგრძლივობა: 1 კვირა.

პროექტის განხორციელების დრო: 2014 წლის აგვისტო.


დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ქ. თბილისი, გ. ტაბიძის ქ. 3/5, VI სადარბაზო, III სართული

ტელ.: (32) 2 933881, 599 560348

ვებ-გვერდი: http://www.elcml.ge
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ: https://www.facebook.com/pages/Youth-for-Democracy
წყარო: jobs.ge