en
ge

ბრიტანეთის პარლამენტის მოდელირება

„თავისუფალი დებატების ლიგის" ახალი, უნიკალურ პროექტია „ბრიტანეთის პარლამენტის მოდელირება", რომელიც ჯერ არასდროს ჩატარებულა.
„ბრიტანეთის პარლამენტის მოდელირება" გაგრძელდება 3 დღის განმავლობაში და ჩატარდება 12-14 აპრილს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში.
გენერალური ასამბლეის (GA) ჩატარების ადგილს ვტოვებთ სიურპრიზად, რომელსაც 12 აპრილს გაგიმხელთ.
„ბრიტანეთის პარლამენტის მოდელირება" მოიცავს ლექციებს, British Parliamentary-ს ფორმატის დებატების ტრენინგსა და დებატებს, საკომიტეტო სამუშაოებსა და გენერალურ ასამბლეას.
პარლამენტი იმუშავებს ორპარტიულ მოდელზე:
კონსერვატიული პარტია:
1. ეკონომიკის კომიტეტი
2. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი
3. ჯანდაცვის კომიტეტი
4. განათლების კომიტეტი
ლეიბორისტული პარტია:
1. ეკონომიკის კომიტეტი
2. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი
3. ჯანდაცვის კომიტეტი
4. განათლების კომიტეტი
„ბრიტანეთის პარლამენტის მოდელირებაში" მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს
მოდელირების შემდეგ იგეგმება After Party!
მოდელირებაში მონაწილეობის საფასურია 40 ლარი. [საფასური ფარავს მთელი პროექტის მიმდინარეობისას მონაწილეთა უზრუნველყოფას კვებით და საკანცელარიო ნივთებით].
მონაწილეობის მიღების სურვილის შემთხვევაში დარეგისტრირდით: http://bit.ly/1fq5p7J
რეგისტრაციის ბოლო დღეა 6 აპრილი
*ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი, საუკეთესო დელეგატები დაჯილდოვდებიან პრიზებით.
იმ შემთხვევაში, თუ გსურთ იყოთ „ბრიტანეთის პარლამენტის მოდელირების" ჟურნალისტი, შეავსეთ აპლიკაცია
ჟურნალისტებისათვის აპლიკაციის შევსების ბოლო დღეა 8 აპრილი
წყარო: თავისუფალი დებატების ლიგის გვერდი სოციალურ ქსელში