en
ge

ტენდერი ვიდეორგოლების შექმნაზე

  • ტენდერი
  • გამომცხადებელი: ISFED
  • დაწყების თარიღი: 31.03.2014
  • ბოლო ვადა: 07.04.2014
  • ბმული: http://jobs.ge/71624/
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" აცხადებს ტენდერს გრაფიკული ვიდეორგოლების შექმნაზე.
ვიწვევთ შესაბამისი გამოცდილების კომპანიებს, მიიღონ მონაწილეობა ტენდერში.
ტენდერის პირობები:
** 10 გრაფიკული ვიდეო რგოლის შექმნა;
** 10 გრაფიკული ვიდეო რგოლისთვის არსებული ტექსტის სარეკლამო ტექსტად გარდაქმნა;
** ვიდეოს ხანგრძლივობა: 20-30 წამი.
გთხოვთ, განაცხადთან ერთად, სადაც მიუთითებთ თქვენს მიერ მოთხოვნილ თანხას აღნიშნული სამუშაოს შესრულებისთვის, გამოგვიგზავნოთ თქვენი კომპანიის მიერ გაკეთებული ანალოგიური ან მსგავსი კლიპები.
დაინტერესებულმა კომპანიებმა მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა წარადგინონ დაბეჭდილ კონვერტში და ასევე ელექტრონულად დისკზე ან მეხსიერების ბარათზე, დალუქულ კონვერტში/პაკეტში, კომპანიის დასახელებით, ყოველდღე 2014 წლის 7 აპრილის ჩათვლით (შაბათ კვირის გარდა), 10:00-დან 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: თბილისი, ონიაშვილის ქუჩა 37.
სატენდერო პაკეტების გახსნა მოხდება 10 აპრილს, 3 საათზე.
წყარო:jobs.ge