en
ge

დიზაინერი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: ISFED
  • დაწყების თარიღი: 31.03.2014
  • ბოლო ვადა: 07.04.2014
  • ბმული: http://jobs.ge/71625/
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) აცხადებს ვაკანსიას დიზაინერის პოზიციაზე. სამუშაოს ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს.
დაინტერესებულ პირებს უნდა ჰქონდეთ დიზაინერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
დიზაინერის მოვალეობებში შედის:
1) ინფოგრაფიკების დამზადება;
2) ფლაერების დიზაინი;
3) მოსაწვევების დიზაინი;
4) ანგარიშების დაკაბადონება და დიზაინი;
5) ფლეშ ბანერების დიზაინი;
6) ორგანიზაციის საქმიანობის ამსახველი სხვა მასალების დიზაინი.
თვისებები:
** პუნქტუალური;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მქონე;
** ვადებთან გამკლავების უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV, თქვენს 2 ნამუშევართან ერთად, ელექტრონულ ფოსტაზე: hr@isfed.ge 2014 წლის 7 აპრილის 18:00 საათამდე. უპირატესობა მიენიჭება ინფოგრაფიკს. წყარო:jobs.ge