en
ge

სემინარი ჟურნალისტებისთვის

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: საქართველოს არბაიტერ სამარიტერ ბუნდი
  • დაწყების თარიღი: 11.04.2014
  • ბოლო ვადა: 22.04.2014
  • ბმული: http://jobs.ge/72206/
საქართველოს "არბაიტერ-სამარიტერ-ბუნდი" და მისი პარტნიორი ორგანიზაცია "თანხმობა" იწვევენ თბილისში, ბოლნისში, მარნეულში, გარდაბანსა და თეთრიწყაროში მოღვაწე ჟურნალისტებს სოციალური მეწარმეობის შესახებ ერთდღიან სემინარზე. სემინარის მიზანია ჟურნალისტებს მისცეს ინფორმაცია სოციალური საწარმოს არსის შესახებ, საერთაშორისო და ქართული გამოცდილების შესახებ აღნიშნულ დარგში და იმ სოციო-ეკონომიკური სარგებლის თაობაზე, რაც მას საზოგადოებისათვის მოაქვს.
სემინარის ყველა მონაწილეს შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ კონკურსში საუკეთესო სტატიის, ტელე ან რადიო სიუჟეტის შესახებ, რომელიც მაისში გაიმართება. კონკურსში გამარჯვებული ჟურნალისტები ფინანსურ პრიზებს მიიღებენ.
სემინარს წარუძღვება საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი. ჟურნალისტებისათვის მონაწილება უფასოა.
პოტენციური მონაწილე:
** უნდა წარმოადგენდეს ადგილობრივ, რეგიონალურ ან ეროვნულ პრესას;
** უნდა აინტერესებდეს სოციალური განვითარების თემა;
** დაინტერესებული უნდა იყოს მეტი ინფორმაციის მიღებით სოციალური მეწარმეობის შესახებ.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ თავიანთი CV და სამოტივაციო წერილი ელ.ფოსტაზე: application@asb-georgia.org არაუგვიანეს 2014 წლის 22 აპრილისა. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ "სემინარი ჟურნალისტებისათვის". დაინტერესების შემთხვევაში კანდიდატები მოწვეულ იქნებიან ინტერვიუზე.
პროექტის შესახებ:
სემინარი წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "ქვემო ქართლის რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა მუნიციპალიტეტის რეფორმის პროცესში საჯარო სტრუქტურებსა და არასამთვრობო სექტორს შორის სოციალური პარტნიორობის განვითარების გზით" ნაწილს, რომელიც 2013 წლის იანვარში დაიწყო. პროექტის ფარგლებში შეიქმნა სამი სოციალური საწარმო სოფელ ბოლნისში, ნახიდურსა და დაბა კაზრეთში. საწარმოები მომსახურებას უწევენ ადგილობრივ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას.
ორგანიზაციის შესახებ:
"არბაიტერ-სამარიტერ-ბუნდი" (ASB) წარმოადგენს გერმანულ უმსხვილეს საქველმოქმედო და კეთილდღეობის ორგანიზაციას, რომელსაც მილიონზე მეტი წევრი ყავს გერმანიაში. მისი მუშაობის ძირითადი მიმართულებებია: სოციალური მომსახურებების დანერგვა და განვითარება, გადაუდებელი პირველადი დახმარების სწავლება, სამედიცინო და სამაშველო სამსახურები და კატასტროფების მართვა.
ორგანიზაციის საგარეო დახმარების პროგრამა მოიცავს აზიას, აღმოსავლეთ ევროპას, ცენტრალურ ამერიკასა და აფრიკას. საქართველოში ASB პირველად მუშაობდა 1992-1997 წლებში ჰუმანიტარული მიმართულებით. 2010 წლის ბოლოს კი ხელახლა გახსნა ოფისი ქვეყანაში და პრიორიტეტებად გამოყო: დევნილთა საარსებო წყაროების ხელშეწყობა, სოციალური სერვისების განვითარება და კატასტროფების რისკის შემცირება.
წყარო:jobs.ge