en
ge

კონკურსი პროგრამის საბოლოო შეფასების მომსახურებაზე

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: PH International
  • დაწყების თარიღი: 16.04.2014
  • ბოლო ვადა: 22.04.2014
  • ბმული: http://jobs.ge/72450/
ამერიკული ორგანიზაცია "PH International", აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების" პროგრამის ფარგლებში (თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება AID-114-A-10-00004, დამატება - 6) იწვევს დაინტერესებულ მხარეებს, მონაწილეობა მიიღონ ღია კონკურსში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის საბოლოო შეფასების მომსახურების შესახებ.
პროგრამის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: http://www.civics.ge | http://www.initiatives.ge
შემოთავაზებები მიიღება 2014 წლის 22 აპრილის 18:00 საათამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tea.mshvenieradze@ph-int.org და სათაურში (Subject Line) მიუთითეთ "RFP ACETT Final Evaluation".
შემოთავაზება უნდა მოიცავდეს:
** თანხმობის წერილს, რომლის მიხედვითაც ორგანიზაცია/კომპანია თანხმობას აცხადებს, შეასრულოს "სამუშაოს აღწერაში" მითითებული მომსახურება ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით.
** სამუშაოს შესრულების გრაფიკს "სამუშაოს აღწერის" შესაბამისად.
** ბიუჯეტის მუხლების სახით (მაგ. მოსამზადებელი სამუშაოები, ტრანსპორტირება, ღამისთევა, საკანცელარიო მასალა, ბეჭდვითი მომსახურება აშშ) წარმოდგენილ მომსახურების ღირებულებას (იხილეთ "სამუშაოს აღწერის" მე-5 პუნქტი);
** კონსულტანტების/შემფასებელი ორგანიზაციის დაწვრილებით რეზიუმეებს (რეზიუმე უნდა აღწერდეს კონსულტანტის გამოცდილებას დონორების მიერ დაფინანსებული მცირე, საშუალო და დიდი მასშტაბის პროგრამების შეფასებაში);
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ტენდერის გამოქვეყნების შემდეგ;
** ცნობა, რომ მის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია.
მომსახურების, მისი მოწოდების გრაფიკისა და სამუშაოს მასშტაბის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ "სამუშაოს აღწერაში".
დოკუმენტაციის მომზადების დროს წამოჭრილი დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თეა მშვენიერაძეს ელ.ფოსტით tea.mshvenieradze@ph-int.org ან ოფისში: 299 00 49 ან 223 33 38.
წყარო: jobs.ge