en
ge

ტენდერი საგანმანათლებლო პიარ-კამპანიის ჩატარებაზე

  • ტენდერი
  • გამომცხადებელი: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი
  • დაწყების თარიღი: 22.04.2014
  • ბოლო ვადა: 30.04.2014
  • ბმული: http://jobs.ge/72635/
"აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის" G-PAC პროექტი (http://www.ewmi-gpac.org/about-g-pac) იწვევს საქართველოში დარეგისტრირებულ პიარისა და მარკეტინგის კომპანიებს, კომპანიების გაერთიანებებსა და ამ დარგის სპეციალისტებისგან შემდგარ არაფორმალურ ჯგუფებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ საგანმანათლებლო პიარსტრატეგია, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს მოსახლეობაში სამოქალაქო ორგანიზაციების (ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების) იმიჯს გაუმჯობესებისა და ცნობადობის დონის ამაღლებისაკენ. პიარკამპანიის ფარგლებში, საზოგადოების ფართო ფენებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენენ, რა ღირებულებებს ემსახურებიან და რა როლი აქვთ სამოქალაქო ორგანიზაციებს.
კამპანია უნდა ჩატარდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით 2014 წლის 1 ივნისიდან - 10 ოქტომბრამდე პერიოდში.
საერთო ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 150,000 აშშ დოლარს.
სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა 30 აპრილი, 2014 წ., 17:00 საათი.
წყარო:jobs.ge