საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯამპსტარტ ჯორჯია” მასპინძლობს "ევროპის ჟურნალისტიკის ცენტრის” მიერ შემუშავებული მონაცემთა ჟურნალისტიკის ონლაინ კურსის ადგილობრივი სასწავლო ჯგუფის შეხვედრებს.
ონლაინ კურსი "მონაცემებით ჟურნალისტიკის კეთება: პირველი ნაბიჯები, უნარები და საშუალებები” 19 მაისს იწყება და 5 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ხუთი მოდულისაგან შემდგარ კურსს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეები გაივლიან. კურსის ტრენერები მონაცემთა ჟურნალისტიკის წამყვანი საერთაშორისო ექსპერტები არიან.
წყარო: media.ge