en
ge

მოთხოვნა საგრანტო განაცხადზე - შემოსავლების გენერირება

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: USAID/NEO პროექტი
  • დაწყების თარიღი: 11.07.2014
  • ბოლო ვადა: 15.07.2014
  • ბმული: http://jobs.ge/77059/
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული "ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივა" (NEO) არის ოთხწლიანი პროგრამა, რომლის მიზანია სოფლის მოსახლეობის შემოსავლის ზრდა, სიღარიბის დონის შემცირება, სასურსათო უსაფრთხოება, შერჩეულ თემებში მცირემასშტაბიანი ეკონომიკური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება მათი საცხოვრებლის მოვლა-პატრონობის მიზნით და დახმარების გაწევა იმ თემებისათვის, რომლებიც დაზარალდნენ სტიქიური ან სხვა მოვლენების შედეგად.

პროექტი "საქართველოს ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივა" (NEO) იწვევს დანართში მოცემულ ბინათმესაკუთრეთა და მობინადრეთა ამხანაგობებს განაცხადების წარსადგენად შემოსავლების გენერირების გრანტის მისაღებად, რაც ხელს შეუწყობს ბინათმესაკუთრეთა და მობინადრეთა ამხანაგობების განვითარებას და მდგრადობას.
სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 დეკემბერი, 2014 წ.
წყარო: jobs.ge