აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიურო იღებს განაცხადებს 5-კვირიან პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, რომლის მიზანია ახალგაზრდებს გააცნოს აშშ-ს საკანონმდებლო პროცესები, სამოქალაქო საზოგადოების როლი და ჩართულობა პოლიტიკურ პროცესში, ჩამოაყალიბოს პარტნიორული ურთიერთობა აშშ-სა და უცხოურ ინსტიტუციებს შორის და ა.შ.
განაცხადის გაკეთება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს 25 წლიდან 35 წლამდე, რომელთაც აქვთ მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი.