თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის, მომავალ დიპლომატთა კლუბის, ისტორიის კლუბის ორგანიზებით და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის პარტნიორობით 19-21 დეკემბერს ბაზალეთის სასწავლო ცენტრში ჩატარდება რიგით მეორე დიპლომატიური ვიქენდი. ამჯერად, ვიქენდის თემაა საქართველოს ევროპული არჩევანი.
სამი დღის განმავლობაში შერჩეული მონაწილეები მოისმენენ მოქმედი ქართველი დიპლომატების, პოლიტიკოსების და ეკონომისტების ლექციებს საქართველოს ევროპულ მომავალზე, მოსალოდნელ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ცვლილებებზე და რეფორმებზე, ჩაერთვებიან დისკუსიებში და გაიღრმავებენ ცოდნას ამ საკითხში.
პროექტის ფარგლებში მონაწილეებს ასევე ექნებათ საშუალება მოუსმინონ უცხოელ დიპლომატებს, რომლებიც საკუთარი გადმოსახედიდან შეაფასებენ საქართველოს განვლილ გზას, სამომავლო პერსპექტივას და წარმატების შანსებს.
თარიღი: 19-21 დეკემბერი
სამუშაო ენა: ქართული
მონაწილეობის საფასური: 80 ლარი.
მონაწილეობის საფასური ფარავს პროექტის განმავლობაში ტრანსპორტირების, ბაზალეთის სასწავლო ცენტრში დარჩენის, სამჯერადი კვების, საკანცელარიო ნივთებისა და ყველა სხვა საჭირო აქტივობების საფასურს.
ყველა მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი სერთიფიკატი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ
აპლიკაცია
ადგილები შეზღუდულია.
საკონტაქტო პირები:
რევაზ თოფურია 555 466969
გიორგი მელაშვილი 591 703169
შალვა ჩხეიძე 514 539191
FDC@freeuni.edu.ge