en
ge

საქართველოში ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შესრულების შეფასება

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი
  • დაწყების თარიღი: 20.09.2012
  • ბოლო ვადა: 12.10.2012
  • ბმული: http://www.epfound.ge/files/rfp_1.pdf
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი იწვევს განაცხადებს საქართველოში ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (ესპ) 2012 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების შესაფასებლად. კონკურსი ცხადდება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში სამოქალაქო მონაწილეობის ხელშეწყობა. კონკურსი მიმართულია საქართველოს 2012 წ. პროგრესის შესაფასებლად ესპ-ის სამოქმედო გეგმის 4.5 თავის „ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, ბაზარი და მარეგულირებელი რეფორმა" ვალდებულებების მიხედვით; ასევე, „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის" ხელშეკრულების დასადებად გაწეული საქმიანობის შეფასება.
განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2012 წ. 12 ოქტომბერი, პარასკევი 16:00.