პაციენტის სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა იმ ადამიანს, ვისაც პირადად შეეხო С ჰეპატიტი და აინტერესებს ინფორმაციის მიღება შემდეგ საკითხებზე:
1. C ჰეპატიტის ეტიოლოგია, გენოტიპები, გადაცემის გზები;
2. C ჰეპატიტის მიმდინარეობა; დაავადების ფორმები, გართულებები;
3. C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა;
4. C ჰეპატიტის მკურნალობის თანამედროვე პრინციპები და მეთოდები;
5. საქართელოში C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა/მკურნალობის შესაძლებლობები და პერსპექტივები.
მიმდინარეობს წინასწარი რეგისტრაცია: ზუგდიდი, პეტრე უბერის ქ. #1.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში