ტრენინგი „ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება" განკუთვნილია შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მომუშავე ჟურნალისტებისთვის. ტრენინგი ერთდღიანია და გაიმართება 2015 წლის, 18 აპრილს, დილის 11:00 სთ-დან, საღამოს 18:00 სთ-მდე, ქ.გორში. ტრენინგის ორგანიზატორია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.
ტრენინგი იმართება გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) პროექტის „ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება მედიაში" ფარგლებში.
ტრენერები: ნინო ჯაფიაშვილი, ზვიად ქორიძე
წყარო: qartia.org.ge