სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებს გამოუყო სტიპენდიები 2015-2016 აკადემიური წლისათვის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სასწავლებლად.
სტიპენდია ითვალისწინებს სწავლას სლოვაკეთის საჯარო უნივერსიტეტებში სლოვაკურ ენაზე.
სლოვაკეთის სტიპენდიებზე სავალდებულოა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინება. ამ საკითხთან დაკავშირებით სამინისტროს უნდა მომართოთ 10 მაისამდე.
წყარო: განათლების სამინისტრო