en
ge

ევროკავშირის 3-წუთიანი ფილმების ფესტივალი 2015

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში
  • დაწყების თარიღი: 27.03.2015
  • ბოლო ვადა: 31.05.2015
  • ბმული: http://eu3min.ge
ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში გახსნილად აცხადებს სამწუთიანი ფილმების ფესტივალს. მობილური ტელეფონით გადაღებული 3-წუთიანი ფილმების კონკურსში მონაწილეობით, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ გახდნენ ევროკავშირის რეპორტიორები ერთი დღით.
ფესტივალი უკვე მეოთხედ ტარდება. კონკურსის მონაწილე 16-დან 25 წლამდე ახალგაზრდები გადაიღებენ ფილმებს ევროკავშირის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების შესახებ. პრეს-რელიზს თან ერთვის პროექტების სია.
კონკურსი ჩატარდება 27 მარტიდან 31 მაისის ჩათვლით.
წყარო: კონკურსის ვებგვერდი