en
ge

კონკურსი: „გააცოცხლე წარსული მომავლისათვის“

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალი“
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 09.05.2015
ორგანიზაცია „ბორჯღალი" აცხადებს სოფლებში შემორჩენილი ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშების (ლეგენდები, თქმულებები, მითები, ზღაპრები, გადმოცემები, ისტორიები) მოძიებაზე კონკურსს;
მოიძიეთ და აღწერეთ მცირე ესეების/მოთხრობების სახით (1-2 გვერდი), შესაძლებლობის შემთხვევაში თან დაურთეთ ნახატები, ფოტოები და ვიდეო მასალები;
გაგზავნეთ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, 10 მაისამდე, ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით - მისამართზე: ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. 105. ბინა 46 ან ელ-ფოსტაზე: info@borjghali.org.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 14-დან 28-წლამდე ასაკის ახალგაზრდებს.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ტელეფონზე -
557 96 37 89 (ციალა ქათამიძე)
წარმოდგენილი ნამუშევრები კრეატიულობის, ტექსტის დახვეწილობისა და გადმოცემის ხარისხის მიხედვით, შეფასდება საკონკურსო კომისიის მიერ.
გამარჯვებულ ახალგაზრდებს გადაეცემათ ფოტოაპარატები
კონკურსი ტარდება ორგანიზაცია ,,ბორჯღალის" ინიციატივით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით.