en
ge

საერთაშორისო კონფერენციას ჰოლანდიაში (ჰააგა)

"ევროპის ახალგაზრდული ორგანიზაცია" გთავაზობთ საერთაშორისო კონფერენციას ჰოლანდიაში (ჰააგა)
პერიოდი: 13-20 ივლისი 2015. პროგრამა ხორციელდება გაერთიანებული ერების მხარდაჭერით.
გაერთიანებული ერების მოდელირების ტრეინინგ-პროგრამა საუკეთესო საშუალებაა სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის, უკეთ გაეცნონ გაერთიანებული ერების მუშაობის სპეციფიკას, წარმოაჩინონ საკუთარი თავი და ქვეყანა, მიიღონ ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება საჯარო გამოსვლებში, დებატებსა და სხვა სიტუაციურ თამაშებში მონაწილეობით, შეიძინონ ახალი მეგობრები მთელი მსოფლიოდან და მოიპოვონ საერთაშორისო სერთიფიკატი.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში