en
ge

მცირე გრანტების კონკურსი

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია
  • დაწყების თარიღი: 14.11.2012
  • ბოლო ვადა: 25.11.2012
  • ბმული: http://jobs.ge/51312/
შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო/შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში, "კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორიასთან" თანამშრომლობით, აცხადებენ განაცხადების მიღებას მცირე გრანტების კონკურსისთვის.
მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება კულტურის სფეროში დაგეგმილი პროექტები, რომლებიც კრეატიული, ინოვაციური და ახლებული გააზრების ფორმით მოახდენს აქტუალური საკითხების განხილვასა და მათ საზოგადოებისთვის გაცნობას.
კონკურსში განაცხადების შემოტანა შეუძლიათ როგორც ორგანიზაციებს, ისე ინდივიდუალურ მსურველებს.
პროექტისთვის მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 3,500 შვეიცარულ ფრანკს და მისი განხორციელების პერიოდი არ უნდა აჭარბებდეს ექვს თვეს. პროექტის დაწყება შესაძლებელი იქნება განაცხადების მიღების ბოლო ვადიდან 45 დღის შემდეგ.
ელექტრონული განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 25 ნოემბერი, 24:00 საათი.
წყარო: jobs.ge