en
ge

კონკურსი - ინდ. კონსულტაციები სოც. საწარმოებისთვის

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: CSRDG
  • დაწყების თარიღი: 02.02.2016
  • ბოლო ვადა: 17.02.2016
  • ბმული: http://www.jobs.ge/107878/
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი აცხადებს კონკურსს "ინდივიდუალური კონსულტაციები სოციალური საწარმოებისთვის"
"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" იწვევს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებსაც სურთ სოციალური სამეწარმეო საქმიანობის დაწყება, ან უკვე ეწევიან სოციალურ მეწარმეობას, მონაწილეობა მიიღონ კონკურსში "ინდივიდუალური კონსულტაციები სოციალური საწარმოებისთვის".
"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" არის საზოგადოებრივი, არამომგებიანი, არაპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც 1995 წელს დაფუძნდა. 2009 წლიდან ორგანიზაციამ დაიწყო საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერის პროექტი. მისი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა საქართველოში სოციალური მეწარმეობის, როგორც სოციალური ან გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი ეფექტიანი გზის, განვითარების ხელშეწყობა. ინიციატივა ხორციელდება გერმანული ორგანიზაციის - "პური მსოფლიოსთვის" (Bread for The World) ფინანსური მხარდაჭერით.
კონკურსის მიზანია: მოქმედ და დამწყებ სოციალურ საწარმოებს ჩაუტარდეთ ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული კონსულტაციები სოციალური საწარმოს დაფუძნების, მართვის, სოციალური შედეგების დაგეგმვის და შეფასების მეთოდების, მარკეტინგულ, ფინანსურ და საგადასახადო საკითხებზე.
საკონსულტაციო პროცესის ფარგლებში სოციალური საწარმოს დაფუძნების მსურველი ორგანიზაციის წარმომადგენლების და ცენტრის ექსპერტების ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავდება ბიზნეს გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს საწარმოს მომავალ წარმატებას.
წყარო:jobs.ge