en
ge

ახალგაზრდა აქტივისტთა მემკვიდრეობის ბანაკი

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: "ლურჯი ფარის" საქართველოს ეროვნული კომიტეტი და შვედური ორგანიზაცია "კულტურული მემკვიდრეობა საზღვრებს გარეშე"
  • დაწყების თარიღი: 01.04.2016
  • ბოლო ვადა: 04.04.2016
  • ბმული: http://culture.gov.ge/News/akhalgazrda-aqtivistta-memkvidreobis-banaki.aspx
16-20 მაისს, ბულაჩაურის "მწვანე ცენტრში", "ლურჯი ფარის" საქართველოს ეროვნული კომიტეტი და შვედური ორგანიზაცია "კულტურული მემკვიდრეობა საზღვრებს გარეშე" აწყობს "ახალგაზრდა აქტივისტთა მემკვიდრეობის ბანაკს".
ბანაკში მონაწილეობისათვის მოწვეული არიან კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვით დაინტერესებული აქტიური ახალგაზრდები 17 წლის ასაკიდან.
მონაწილეებს სასურველია ჰქონდეთ სამოქალაქო აქტიურობის გამოცდილება და/ან მონაწილეობა ჰქონდეთ მიღებული კულტურული ან ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის პროგრამასა თუ კამპანიაში.
ბანაკში ლექტორებად მოწვეული არიან ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები შემდეგი ორგანიზაციებიდან: ICOMOS საქართველო, CANVAS, SAVE Britain's Heritage და Green PeaceNordic.
ტრენინგის პროგრამა დაეთმობა კულტურული და ბუნებრივი რესურსების კონსერვაციის, მართვის, მდგრადი გამოყენებისა და დაცვის პრინციპების სწავლებას, ასევე მემკვიდრეობის დაცვის კამპანიების წარმოებისა და სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული კამპანიების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას.
ტრენინგი მოიცავს ინტერაქტიულ ვორქშოფებს, საველე სემინარს, ფილმების ჩვენებებს, დისკუსიებსა და ჯგუფურ მუშაობას. მონაწილეებმა უნდა შეიმუშაონ კონკრეტული კამპანიის პროექტი.
1-15 ივლისამდე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ კონსულტაცია მათ მიერ შერჩეულ ერთ-ერთ ლექტორთან და აგრეთვე მონაწილეობა მიიღონ ბანაკის შემდგომ ერთდღიან შემაჯამებელ შეხვედრაში, რომელიც გაიმართება ქ. თბილისში 10 სექტემბერს.
ბანაკში მონაწილეობის მსურველთა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად. მსურველებმა უნდა შეავსონ თანდართული განაცხადის ფორმა და გააგზავნონ მისამართზე: info@blueshield.ge 2016 წლის 4 აპრილის ჩათვლით.
წყარო:კულტურის სამინისტროს ვებგვერდი