en
ge

პროფესიული განათლების კურსი

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 16.05.2016
  • ბოლო ვადა: 22.05.2016
  • ბმული: http://jobs.ge/114450/
ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი (IRC) თავის პარტნიორებთან ერთად ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს "საქართველოს კონტექსტში მიგრაციისა და განვითარებისთვის პრაქტიკული მნიშვნელობის შეძენა". პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია პროფესიული განათლების მხარდაჭერა მიგრანტთათვის, რაც გულისხმობს პროფესიული კურსის "სასტუმროს ადმინისტრატორის" დაფინანსებას.
პროფესიული განათლების კურსის - "სასტუმროს ადმინისტრატორის" დაფინანსებას სთავაზობს სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს და მიგრანტთა ოჯახის წევრებს (შვილი, მშობელი, მეუღლე), რომლებსაც სურვილი აქვთ მიიღონ პროფესიული ცოდნა, დასაქმდნენ და ადგილზე შეიქმნან მატერიალური კეთილდღეობა. ინიციატივა მიზნად ისახავს ბენეფიციართა ინტეგრაციას თავიანთ საცხოვრებელ გარემოში და თავიდან აარიდოს ემიგრაცია.
წყარო:jobs.ge