en
ge

საგრანტო კონკურსი - პარტნიორობა ცვლილებებისთვის

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი
  • დაწყების თარიღი: 14.01.2013
  • ბოლო ვადა: 14.02.2013
  • ბმული: http://jobs.ge/53106/
აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI G-PAC) აცხადებს საგრანტო კონკურსს "პარტნიორობა ცვლილებებისთვის" და იწვევს არასამთავრობო და აკადემიურ ორგანიზაციებს წარმოადგინონ კოალიციური ადვოკატირების პროექტები.
"პარტნიორობა ცვლილებებისთვის" საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ორგანიზაციების კოალიციურ საქმიანობას კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად. შესაბამისად, საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფორმალურ (რეგისტრირებულ) და არაფორმალურ კოალიციებს/ქსელებს.
საპროექტო განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 14 თებერვალი, 2013 საპროექტო
განაცხადის ენა - ინგლისური.
საგრანტო თანხა - 60 000 აშშ დოლარი.
პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობა - 18 თვე.
წყარო:jobs.ge