შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2016 წლის კონკურსს.
კონკურსის მიზანია შეარჩიოს და დააფინანსოს სამეცნიერო პროექტები სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა (შემდგომში - ფონდი) და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრს უკრაინაში (შემდგომში - მტცუ) შორის შეთანხმებული შემდეგი პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულებებიდან: ა) ბიოტექნოლოგიები და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები; ბ) ახალი მასალები და ნანოტექნოლოგიები; გ) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
წყარო: rustaveli.org.ge