სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (შემდგომში - სწავლების ცენტრი) 2016 წლის 17 ივნისიდან აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 14 ივნისის №245/2016 განკარგულებით განსაზღვრულ საგრანტო კონკურსის დაფინანსების შემდეგ მიმართულებებზე:
- პირველი მიმართულება - ამომრჩეველთა ინფორმირება 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის
- მეორე მიმართულება - მოწყვლადი ჯგუფების და ქალების მონაწილეობის ხელშეწყობა 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნების პროცესში
წყარო:www.electionreforms.ge