en
ge

კონკურსი ხანდაზმ./შშმ პირთა სოც. სერვისების ორგანიზაციებისთვის

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: CSRDG
  • დაწყების თარიღი: 04.11.2016
  • ბოლო ვადა: 21.11.2016
  • ბმული: http://jobs.ge/127316/
კონკურსი ხანდაზმულთა და შშმ პირთა სოციალური სერვისების მიმწოდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, ინტერესთა დაცვის სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად
"საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი", "ASB-საქართველოსთან" პარტნიორობით, აცხადებს მსურველთა განაცხადების მიღებას ხანდაზმულთა და შშმ პირთა სერვისების მიმწოდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან, ინტერესთა დაცვის (ადვოკაციის) სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად. სამუშაო შეხვედრები განხორციელდება პროექტის "საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება სოციალური სერვისების პოლიტიკის დიალოგში წვლილის შეტანისთვის საქართველოსა და უკრაინაში" ფარგლებში. სამუშაო შეხვედრის დროს, ორგანიზაციები ან ორგანიზაციათა კოალიციები ტრენერ/ფასილიტატორების დახმარებით შეადგენენ პროექტებს, რომელთაგან კონკურსის საფუძველზე შერჩეულ ნაწილს გაეწევა მატერიალური მხარდაჭერა ინტერესთა დაცვის კამპანიის განსახორციელებლად.
წყარო:jobs.ge