en
ge

ჟურნალისტური ნამუშევრების კონკურსი მომხმარებელთა უფლებებზე

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: CSRDG
  • დაწყების თარიღი: 29.11.2016
  • ბოლო ვადა: 01.04.2017
  • ბმული: http://jobs.ge/129216/
არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი", მომხმარებელი-ჯი პროგრამის ფარგლებში, ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს "ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ზეგავლენა ქართველ მომხარებლებზე და მათი ცნობიერების ამაღლება" (Raising Awareness of local actors on Association Agreement Implications for Georgian Consumers). პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის ინფორმირება იმის თაობაზე, თუ რა ზეგავლენას მოახდენს ასოცირების ხელშეკრულების შესრულება ქართველ მომხმარებელზე. პროექტით გათვალისწინებულია ტრენინგები საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, რეგიონული მედია საშუალებებისთვის და სკოლის პედაგოგებისთვის; კონკურსები მედიისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის; მცირე გრანტები არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" იწვევს ჟურნალისტებს და მედია-ორგანიზაციებს მონაწილეობა მიიღონ ჟურნალისტური ნამუშევრების კონკურსში მომხმარებელთა უფლებებზე.
ნამუშევარი კონკურზე წარდგენილი უნდა იყოს 2016 წლის 1 დეკემბრის 10:00 საათიდან 2017 წლის 1 აპრილის 18:00 საათამდე. დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება.
წყარო:jobs.ge