en
ge

კონკურსი – აღმოაჩინე ქალი

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ჰაირიჰ ბიოლის ფონდი
  • დაწყების თარიღი: 08.12.2016
  • ბოლო ვადა: 30.12.2016
  • ბმული: http://www.feminism-boell.org/ka/2016/12/08/agmoachine-kali
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო აცხადეს კონკურსს ქალთა დაკარგული ისტორიების გამოსავლენად. ფონდის ინიციატივით 2012 წელს განხორციელებული პროექტის „50 ქალი საქართველოდან" მსგავსად, გვსურს წავახალისოთ იმ ქალების ისტორიების გადააზრება, რომლებიც იბრძოდნენ ცვლილებებისთვის, მაგრამ მათი მოღვაწეობა სათანადოდ არ იქნა აღიარებული.
პრიორიტეტი მიენიჭება ქალთა ისტორიებს რეგიონებიდან.
კონკურსის პირველ ეტაპზე, 2016 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენთვის ცნობილი ქალის სახელი და 200-დან 300 სიტყვამდე დასაბუთება, თუ რატომ იყო მისი მოღვაწეობა მნიშვნელოვანი.
წყარო:www.feminism-boell.org